# 59 საჯარო სკოლაში, უბედური შემთხვევის შედეგად,  პირველი კლასის მოსწავლე დაიღუპა

# 59 საჯარო სკოლაში, უბედური შემთხვევის შედეგად, პირველი კლასის მოსწავლე დაიღუპა

გლდანის # 59 საჯარო სკოლაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად,  პირველი კლასის მოსწავლე დაიღუპა. მოსწავლის დაღუპვის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა,

გავრცელებული ინფორმაციით,  მოსწავლე საწერი კალმის თავსახური გადაყლაპა, რა დროსაც სუნთქვა ვეღარ შეძლო და დაიღუპა.

„პირველი კლასის მოსწავლე გახანგრძლივებულ ჯგუფში იმყოფებოდა მოითხოვა ტუალეტი. ტუალეტიდან დაბრუნების შემდეგ მასწავლებელს უთხრა, რომ პასტის თავსახური გადაუცდა. ბავშვი ამის შემდეგ გახდა ცუდად. გამოვიძახეთ სასწრაფო. სასწრაფო დახმარება დროულად მოვიდა, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა“,- განაცხადა ჟურნალისტებთან #59 საჯარო სკოლის პედაგოგმა მზია დოგუსავამ.

გავრცელებული ინფორმაციით,    # 59 საჯარო საჯარო სკოლის გახანგრძლივებული ჯგუფის პედაგოგი დაკითხვაზე იმყოფება.