გაუქმდება თუ არა GNCC-ს გადაწყვეტილება ხვალ გაახდება ცნობილი

გაუქმდება თუ არა GNCC-ს გადაწყვეტილება ხვალ გაახდება ცნობილი

ხვალ,12 დეკემბერს, 12 საათზე გახდება ცნობილი გააუქმებს თუ არა სააპელაციო სასამართლო "საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის" 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით დედაქალაქზე მაუწყებლობის ლიცენზია შპს "მედია ჰაუს დეკომს"(რადო ცხელი შოკოლადი) გადაეცა.
შპს "სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა"(რადიო ჰერეთი) სარჩელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში მას შემდეგ შეიტანა, რაც თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზია კომისიამ კონკურსამდე 1 თვით ადრე დარეგისტრირებულ კომპანია შპს "მედია ჰაუს დეკომს" მიანიჭა.
კონკურსში "ჰერეთიც" მონაწილეობდა, რომელიც თბილისში მაუწყებლობას უკვე მე-6 წელია ითხოვს.

"ჰერეთის" მენეჯმენტი კომისიის გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევს და მისგან კომისიის მიერ გამოცემული 2011 წლის 30 სექტემბრის აქტის ბათილად ცნობას მოითხოვს,

სასამართლო პროცესი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.