ჩრდილოეთ კორეა რაკეტის გაშვებაზე უარს აცხადებს

ჩრდილოეთ კორეა რაკეტის გაშვებაზე უარს აცხადებს

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ რაკეტის გაშვებაზე უარი განაცხადა. სამხრეთ კორეის  სააგენტო „რენხაპის“ ინფორმაციით, თანამგზავრიდან გადაღებული სურათებიდან  ნათლად ჩანს,როგორ აწარმოებენ ჩრდილოეთ კორეელები კოსმოდრომ „სოხეზე“ რაკეტის დემონტაჟს.

 ჩრდილოეთკორეამ 2012 წლის 1 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის თანამხმადაც იგი თანამგზავრის საშუალებით, რაკეტის გაშვებას აპირებდა.

ამერიკის შეერთებული შტატების სამი სამხედრო კრეისერი, აგრეთვე ოთხი იაპონური გემი რამდენიმე დღეში უკვე კორეის ნაპირებთან იდგა. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ, გუშინ გვიან საღამოს  მიიღო გადაწყვეტილება, ტექნიკური მიზეზებით, რაკეტის გაშვება შეეჩერებინა.