პედაგოგთა საინიციატივო ჯგუფი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

პედაგოგთა საინიციატივო ჯგუფი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

პედაგოგთა საინიციატივო ჯგუფი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს.

საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, სერტიფიცირებული პედაგოგების სახელფასო დანამტების გაცემასთან დაკავშირებით საჯარო სკოლებში შექმნილ მდგომარეობაზე მათ თავდაპირველად განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან სცადეს შეხვედრა, თუმცა გიორგი მარგველაშვილი საინიციატივო ჯგუფის მიერ გუშინ გაგზავნილ განცხადებას არ გამოხმაურებია.

„მიგვაჩნია, რომ ჩვენი პრობლემები ჩვენთან დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას, ამიტომ მინისტრთან შეხვედრით მიზნად ვისახავდით და ვისახვთ პრევენციული ნაბიჯების გადადგმას სასკოლო საზოგადოებაში მოსალოდნელი ანტისამთავრობო საბოტაჟის ასაცილებლად, განათლების სისტემაში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის პედაგოგებისეული ხედვისა და კონსტრუქციული წინადადებების შეთავაზებას. სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლონაში საინიციატივო ჯგუფს არანაირი პასუხი არ მიუღია" - აცხადებენ პედაგოგთა საინიციატივო ჯგუფში.