ეროვნული ბანკის 2012-2013 წლების ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი გამარჯვებული დამოუკიდებელი აუდიტორი 20 დეკემბრამდე გამოვნილდება

ეროვნული ბანკის 2012-2013 წლების ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი გამარჯვებული დამოუკიდებელი აუდიტორი 20 დეკემბრამდე გამოვნილდება

საქართველოს ეროვნული ბანკის 2012-2013 წლების ანგარიშგების აუდიტის განმახორციელებელი გამარჯვებული დამოუკიდებელი აუდიტორი 20 დეკემბრამდე გამოვნილდება.

დამოუკიდებელ აუდიტორთა შესარჩევ კონკურსში მსოფლიოში ცნობილი ოთხი აუდიტორული ფირმა მონაწილეობს - „WC“, „Ernst &Young“, „KPMG“ da  „Deloitte“.

პარლამენტში დღეს ამ საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც აუდიტორული ფირმების მიერ დალუქულ კონვერტებში წარმოდგენილი დოკუმენტაცია გახსნეს. დოკუმენტაცია აუდიტორული ფირმების როგორც ტექნიკურ, ასევე ფინანსურ წინადადებებს მოიცავს.

კომისიის წევრებს აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური წინადადებები გადაეცათ. კომისიის წევრებმა ფინანსური წინადადებების გახსნის თარიღი დღესვე განსაზღვრეს.