ნინოწმინდაში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს

ნინოწმინდაში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნინოწმინდის პოლიციის  სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდაში მცხოვრებმა  ნატალია ბოდოიანმა, ბაღდასარ ჩაპანიანმა და დარეჯან სანოსიანმა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა - ხელნაკეთი პისტოლეტი, 3645 ვაზნა, 5 ხელყუმბარა, 24 მეტრი სიგრძის ასაფეთქებელი პატრუქი, ცეცხლსასროლი შაშხანა და ხელნაკეთი სამხედრო ხიშტ-დანა წარმოადგინეს.

საქმე აღიძრა სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.  გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ნინოწმინდის პოლიციის  სამმართველო აწარმოებს.