ნოდარ ხადური: რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაბარებას, პოლიტიკური სარჩული არ აქვს

ნოდარ ხადური: რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაბარებას, პოლიტიკური სარჩული არ აქვს

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, რიყის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკური სარჩული არ აქვს.

ამის შესახებ ნოდარ ხადურმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრის დავით საყვარელიძის დაკითხვაზე დაბარების კომენტირებისას განაცხადა.

„რიყის ტერიტორია თბილისის მერიამ ჯერ გაყიდა, შემდეგ კი თითქმის სამჯერ ძვირად უკან იყიდა ისე, რომ პოტენციურ ინვესტორს არც ერთი ვალდებულება შესრულებული არ ჰქონდა. შესაბამისად, ჩნდება კითხვები, თუ რატომ გაკეთდა ეს და იბარებენ დაკითხვაზე არა მხოლოდ საყვარელიძეს, არამედ მიწის მართვის კომისიის ყველა წევრს, რომ გაირკევს თუ რა ხდებოდა იმ დროს. აქ არანაირი პოლიტიკური სარჩული არ არის, ეს არის ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადების გაფლანგვა" - განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რიყის გასხვისებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს, დღეს კი კომისიის კიდევ ერთი წევრი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია