ლაშა მაქაცარიამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა

ლაშა მაქაცარიამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა

იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ლაშა მაქაცარიამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაკითხვის შემდეგ დატოვა.

მაქაცარიას განცხადებით, შეკითხვები ძირითადად რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა.

„შეკითხვები ძირითადად რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა. სხვა უფრო მეტს ვერაფერს გეტყვით, დანარჩენს გამოძიება დაადგენს“,- განაცხადა მაქაცარიამ.

ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,  დაკითხვაზე ხვალ, საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძეც არის დაბარებული.