ამერიკის პირველმა ლედიმ ჟურნალისტები თეთრ სახლში მიიწვია და ობამების საახალწლო სამზადისი გააცნო. პირველი და მნიშვნელოვანი, რაც საახალწლოდ ამერიკის პრეზიდენტის ოჯახში იქნება, გარდა19 საახალწლო ნაძვის ხისა, ეს არის უზარმაზარი ნამცხვარი, რომელსაც ზუსტად თეთრი სახლის ფორმა ექნება. საოცარი ის არის, ნამცხვარი თეთრის სახლის მარტო ასლი კი არ არის,არამედ მნახველმა მშვენივრად შეიძლება შეამჩნიოს მიშელის საყვარელი სათბური და ობამების ძაღლი ბოც.
თუმცა, ბოზე ცალკე. თეთრ სახლში მარციპანისგან დამზადებული უზარმაზარი ბოს ფიგურა უკვე დგას, ხოლო მისი სურათები გირლიანდებსა და ნაძვის ხის სათამაშოებზეც შეგხვდებათ.
როგორც მიშელ ობამამ ჟურნალისტებს გაუმხილა,წელს თეთრი სახლი უფრო ლამაზად იქნება მორთული, ვიდრე შარშან ,ნაძვისცხეც უფრო დიდი და ბუნებრივია.
„ეს პერიოდი ძალიან მნშვნელოვანია ჩვენი ოჯახის წევრებისთვი,მინდა გითხრათ, რომ სახლიც და ნაძვისხეც წელს ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე შარშან“,–აღნიშნა მიშელმა.
თეთრი სახლის ფორმის ნამცხვარი, ტრადიციას პრეზიდენტ ნიკსონისგან იღებს, თუმცა, ყოველ წელს ის უფრო დიდი და მრავალფეროვანი ხდება. თეთრ სახლში ნაძვის ხეების მოსართავად კი უბრალო ამერიკელებსაც იწვევენ. ორი დღის წინ,პირველმა ლედიმ სამხედრო მოსამსახურეთა შვილებს უმასპინძლა, რომელთაც დიდი სიამოვნებითმიიღეს მონაწილეობა საახალწლო სამზადისში.