ნუკრი ქანთარია: ქუთაისის პარლამენტში შეიძლება სახე ვიცვალოთ და ფრინველებად ან ცხოველებად გადავიქცეთ

ნუკრი ქანთარია: ქუთაისის პარლამენტში შეიძლება სახე ვიცვალოთ და ფრინველებად ან ცხოველებად გადავიქცეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ნუკრი ქანთარიას ქუთაისის პარლამენტის შენობა საიქიოს აგონებს.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში განაცხადა.

„პარლამენტის შენობა არის რაღაც ამორფული ადგილი, აბსურდულ-სიურრეალისტურ-ფანტასმაგორიულ ჟანრში, სადაც თვითონ შენობაში დიდი გაუცხოებაა. მე რამდენჯერმე მითქვამს მხატვრულად, რომ საიქიოს უფრო მაგონებს იგი, ვიდრე სააქაოს. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შეიძლება ჩვენც ვიცვალოთ სახე იქ და ფრინველებად ან ცხოველებად გადავიქცეთ. ეს მხატვრული შეფასებაა და ალბათ, ოდესმე ასეთ ნაწარმოებს დავდგამ და გადავიღებ“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.