პედაგოგთა სერტიფიცირების პროცესი მასწავლებლებისთვის მოსახერხებელი გახდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.
„რასაც ვაპირებთ, იმაში მდგომარეობს, რომ მასწავლებლებისთვის უფრო მოსახერხებელი გახდეს ეს პროცესი" - განაცხადა მარგველაშვილმა.