თელავის უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო დღეს ან ხვალ მიიღებს

თელავის უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო დღეს ან ხვალ მიიღებს

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გადაწყვეტილებას დღეს ან ხვალ მიიღებს.

როგორც განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამ საკითხზე მისი მოადგილე დავით ზურაბიშვილი მუშაობს.

„თელავში მიმდინარე მოვლენებს ჩვენ ვსწავლობთ. პირველ რიგში, გასათვალისწინებელი და შესასწავლია ის ვალდებულებები, რომელიც უნივერსიტეტს სტუდენტების მიმართ გააჩნია. უნდა შევისწავლოთ ასევე ყველა ის მომენტი, თუ რა შემთხვევაში შეგვიძლია მედიატორის როლი შევასრულოთ. ალბათ, ზურაბიშვილს დღეს ან ხვალ ყველაფერზე ექნება პასუხი" -განაცხადა მარგველაშვილმა.

თელავის უნივერსიტეტს აკრედიტაცია შეუჩერდა, რის გამოც სტუდენტებმა საპროტესტო აქცია მოაწყეს და იქ სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს.