ლტოლვილთა სამინისტროს  ვებ-გვერდზე კიბერ შეტევა განხორციელდა

ლტოლვილთა სამინისტროს ვებ-გვერდზე კიბერ შეტევა განხორციელდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერ შეტევა განხორციელდა. სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გათიშული იყო სამინისტროს გვერდი (www.mra.gov.ge ).

მათვე ცნობით, აღნიშნულს წინ უძღვოდა უცნობი პირის მიერ სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული 7 გვერდიანი წერილი, რომელშიც გაჟღერდა მუქარა, რომ დაიბლოკებოდა სამინისტროს საიტი, ბაზა და სამინისტროს ვებ-გვერდის მუშაობა გახდებოდა შეუძლებელი. აღნიშნული წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე განხორციელდა კიბერ შეტევა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრო იძულებულია, იფიქროს და იმუშაოს თავდაცვის საშუალებებზე.