ირაკლი ოქრუაშვილი: ბაჩომ გვითხრა, რატომ მაგინებთო?

ირაკლი ოქრუაშვილი: ბაჩომ გვითხრა, რატომ მაგინებთო?

უფლებადამცველმა პენიტენციალური  სისტემის  საზოგადოებრივი  მონიტორინგის ჯგუფის წევრმა გიორგი თევზაძემ ე.წ „მატროსოვის“ საპატიმროში ირაკლი ოქრუაშვილი  და  ბაჩო ახალია მოინახულა. უფლებადამცველის განმარტებით, მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ მათ შორის სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი.

„ირაკლი ოქრუაშვილმა დაადასტურა ის ფაქტი,რომ მისი და მის კამერაში მყოფი სოსოგან ადგილი ჰქონდა ბაჩო ახალიას მიმართ  გადაძახებას, რომელიც ექიმის დანიშნულებით დიაზეპამს იღებს. ოქრუაშვილის განცხადებით,  „ჩვენ მხოლოდ მისი ქვეყანაზე მომვლინებელი მოვიხსენიეთ  ტკბილად, რაზეც ბაჩოს პასუხი არ გაუცია არ ყოფილა და მხოლოდ გვთხრა-რატომ მაგინებთო?“ ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და ის ინფორმაცია,რომ მათ გაშველებას ბადრაგი დასჭირდა,ტყუილია “,- აცხადებს თევზაძე.

გიორგი თევზაძის განცხადებით, ბაჩო ახალიამ არ დაადასტურა არანაირი დაპირისპირების  ფაქტი.

„ბაჩო ახალიამ განმიცხადა, რომ ამ საკითხზე კომენტარი ირაკლი ოქრუაშვილისთვის მეკითხა“,-აცხადებს თევზაძე.

უფლებადამცველის განმარტებით, ირაკლი ოქრუაშვილიც და ბაჩო ახალაიაც თავს ნორმალურად გრძნობენ და პრეტენზია ადმინისტრაციის მიმართ არცერთს არ გააჩნია.

„ერთადერთი პრობლემა, რაზეც პატიმრებმა ისაუბრეს, არის ის,რომ ინფორმაციას ისინი მხოლოდ რადიომიმღების და პრესის საშუალებით იღებენ, ტელევიზორები მათ არ აქვთ“,–აღნიშნავს თევზაძე.

გიორგი თევზაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეკომენდაცია გაუწია ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, რომელიც დაეთანხმა რეკომენდაციას და  დაადასტურა, რომ აღნიშნულ საკითხს უმოკლეს ვადებში დაარეგულირებს. ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია ოქრუაშვილ-ახალიას ფიზიკური დაპირისპირების შესახებ და აღნიშნა, რომ მათი შეხვედრების ფიზიკური ალბათობა არ არსებობს.