ნოდარ ხადური: თუ მეწარმეების დაჯარიმება უსამართლოდ მოხდა, ფინანსთა სამინისტრო ბოდიშს მოიხდის

ნოდარ ხადური: თუ მეწარმეების დაჯარიმება უსამართლოდ მოხდა, ფინანსთა სამინისტრო ბოდიშს მოიხდის

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, თუ მეწარმეების დაჯარიმება რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლოდ მოხდა, ფინანსთა სამინისტრო ბოდიშის მოიხდის და მათ არ დააჯარიმებს.

ამის შესახებ ხადურმა მეწარმეების იმ ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც სალარო აპარატებთან დაკავშირებით, ჩასაფრებული მდგომარეობაა და მეწარმეების დაჯარიმება ხელოვნურად ხდება.

„ასეთი განცხადებები რბილად რომ ვთქვათ, არის უზუსტობა. ჩვენ ყველა კონკრეტულ ფაქტს გამოვიძიებთ და წარმოდგენილი იქნება მტკიცებულებები, ვიდეო-ჩანაწერები. თუ ეს არ მოხდა, ბოდიშს მოვიხდით და არ დავაჯარიმებთ" - განაცხადა ხადურმა.