ოთხი თვითმმართველობისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებითი თანხები გამოიყო

ოთხი თვითმმართველობისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებითი თანხები გამოიყო

საქართველოს ფინანთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ოთხი თვითმმართველობისთვის დამატებითი თანხები გამოიყო.

როგორც ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ამის მიზეზი ის გადახარჯვა გახდა, რომელიც ამ თვითმმრთველობის ორგანოებს კერძოდ, თელავს, წალენჯიხას, ასპინძასა და ფოთს ჰქონდათ.

„მათ შეექმნათ დეფიციტი. შესაბამისად, იძულებული გავხდით იმის გამო, რომ მაგალითად, საბავშვო ბაღებში კვების პრობლემა არ შექმნილიყო და ა.შ. მათთვის თანხები მთავრობის ფონდიდან გამოგვეყო"- განაცხადა ხადურმა.