უზენაესი სასამართლოს წევრს უფლებამოსილებას იუსტიციის საბჭოს ნაცვლად,  პარლამენტი შეუწყვეტს

უზენაესი სასამართლოს წევრს უფლებამოსილებას იუსტიციის საბჭოს ნაცვლად, პარლამენტი შეუწყვეტს

უზენაესი სასამართლოს წევრს უფლებამოსილებას ვადაზე ადრე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაცვლად,  პარლამენტი შეუწყვეტს.

ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი უმრავლესობის წევრმა, ირინე იმერლიშვილმა მოამზადა. ცვლილებები - „საერთო სასამართლოების შესახებ“ და „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონებში შედის.

ცვლილებების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარდგინების მიღების შემდეგ, თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ყველა სხვა მოსამართლეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

ამასთან, უზენაეს სასამართლოს წევრს უფლებამოსილებას ვადაზე ადრე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაცვლად, პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით შეუწყვეტს.