კახი კალაძე: ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესი სრულდება

კახი კალაძე: ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესი სრულდება

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, კახი კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესი დასასრულს უახლოვდება.

მისი თქმით, პროცესი დადებითად მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს დეტალების განხილვა მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით და ძალიან მალე საბოლოო შედეგთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება“, - განაცხადა კალაძემ.

მინისტრმა თავი შეიკავა ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით კონკრეტული ციფრების დასახელებისგან, თუმცა აღნიშნა, რომ პრემიერს გააცნობენ იმ შედეგს, რომელსაც სამუშაო ჯგუფმა მიაღწია.

კალაძის განმარტებით, ეს ეხება ელექტროენერგიას, თუმცა „ძალიან მალე გაზთან და საწვავთან მიმართებაშიც იქნება ნათელი სურათი“.