ეკვადორი ბაშარ ასადს თავშესაფარს სთავაზობს

ეკვადორი ბაშარ ასადს თავშესაფარს სთავაზობს

ეკვადორის პრეზიდენტის რაფაელ კორეას განცხადებით, ეკვადორი მზადაა ბაშარ ასადს და მისი ოჯახის წევრებს პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზოს იმ შემთხვევაში, თუ ბაშარ ასადი ქვეყნის დატოვებს დააპირებს.

კორეას განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ეკვადორს თავშესაფარს მოსთხოვს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ ქვეყანაში მისი უფლებები დაცული იქნება.

ეკვადორის პრეზიდენტმა უარჰყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს საკითხი მან უკვე განიხილა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფაისალ მესდადესთან შეხვედრის დროს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, კიტოში გაიმართა.

ეკვადორს ექვსი თვის წინ პოლიტიკური თავშესაფარი უკვე მოსთხოვა სკანდალური საიტის Wikileaks–ის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა, რომელიც რამდენიმე თვეა ბრიტანეთში ეკვადორის საელჩოში იმყოფება. შვედეთში ასანჟს სასამართლო სექსუალური ძალადობის ბრალდებით ემუქრება, Wikileaks–ის დამფუძნებელმი კი შიშობს, რომ მას შვედეთი ამერიკას გადასცემს, სადაც მას სახელმწიფო საიდუმლო მასალების გამოქვეყენებისთვის  სიკვდილითდასჯა ემუქრება.