თემაზე - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ეფექტური პოლიცია და პროკურატურა საქართველოში“ მრგვალი მაგიდა გაიმართება

თემაზე - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ეფექტური პოლიცია და პროკურატურა საქართველოში“ მრგვალი მაგიდა გაიმართება

სასტუმრო „თბილისი მერიოტის” საკონფერენციო დარბაზში მრგვალი მაგიდა თემაზე „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, ეფექტური პოლიცია და პროკურატურა საქართველოში“ გაიმართება.

მრგვალი მაგიდის ორგანიზატორები გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო და არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” არიან.

მრგვალ მაგიდაში მონაწილებოას მიიღებენ - შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ასევე, საქართველოს ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თბილისში ჰოლანდიის სამეფოს დელეგაციის ხელმძღვანელი პიტერ ჟან ლანგენბერგი, უფროსი მრჩეველი ადამიანის უფლებების სფეროში, სამხრეთ კავკასიიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის ოფისი ვლადიმერ შკოლნიკოვი და საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები.

მრგვალი მაგიდის სადისკუსიო საკითხებია: თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ადგილობრივი საშუალებები; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების პატივისცემა, ეფექტური პოლიცია და პროკურატურა, ბოლოდროინდელი დაპატიმრებებისა და ფართომაშტაბიანი ამნისტიის ფონზე. დაგეგმილი აქტივობები. რეფორმების გზით დაგეგმილი აქტივობები; პოლიციისა და პროკურატურის მიერ, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროსა და ბოლოდროინდელი საპარლამენტო ამნიისტის მიმართ არსებული პრობლემები და რეკომენდაციები; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დაცვა საქართველოში; იურიდიული კონსულტაციის უფლების დაცვა დაპატიმრებისა და დაკავების დროს საქართველოში.

მრგვალი მაგიდა  10:00 საათზე დაიწყება.