მანდატურის სამსახურში დანიშვნისათვის დადგენილი მოთხოვნები და მისი უფლება-მოვალეობები ზუსტდება

მანდატურის სამსახურში დანიშვნისათვის დადგენილი მოთხოვნები და მისი უფლება-მოვალეობები ზუსტდება

"ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, მანდატურის უფლება-მოვალეობები ზუსტდება.

ცვლილებების ინიციატორი მთავრობაა და მისი ინიცირება გუშინ მოხდა.

პროექტის თანახმად, ზუსტდება ტერმინი - პირადი გასინჯვა და მასთან დაკავშირებული პროცედურები, ასევე მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი.

ამასთან, ზუსტდება ასევე მანდატურის სამსახურში დანიშვნისათვის დადგენილი მოთხოვნები და მისი უფლება-მოვალეობები.