მურატ ჯიოევი: 2009 წლის შემდეგ, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დადასტურებას ვითხოვთ

მურატ ჯიოევი: 2009 წლის შემდეგ, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დადასტურებას ვითხოვთ

შვეიცარიაში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები მორიგი, 22-ე რაუნდი 11-12 დეკემბერს გაიმართება.

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში  მურატ ჯიეოვის განცხადებით, ცხინვალი ისევ გააგრძელებს იმ მოთხოვნის დაყენებას, რომელსაც 2009 წლიდან ითხოვს.

„ჩვენმა დელეგაციამ ჯერ კიდევ 2009 წელს წარადგინა პროექტი,რომელიც საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობას გულისხმობს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მხრიდან, თუმცა საქართევლო ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას არ ჩქარობს.

დღეს ჩვენ ისევ შევეცდებით ჩვენი მოთხოვნის გააქტიურების პროცესი დავაჩქაროთ“,–აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში.

ჯიოევის განცხადებით, ოსური მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს უგზოუკვლოდ დაკარგულ თანამემამულეთა საკითხს და ასევე აუცილებლად განიხილავენ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რეგიონში არსებულ სიტუაციას.

მურატ ჯიოევის გარდა, სამხრეთ ოსეთის  დელეგაციაში სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დავით სანაკოევი, დეფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი კონსტანტინე კოჩიევი და კიდევ რამდენიმე პირი შედის.