მალის პრემიერმინისტრი დააკავეს

მალის პრემიერმინისტრი დააკავეს

ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერმინისტრი მოდიბო დიარა სამხედრო ბანაკ ბამაკოს მახლობლად, ქვეყნის დატოვების მცდელობისას სამხედროებმა დააკავეს. მისი დაკავების ბრძანება ამად სანომ გასცა, რომელიც სამხედრო ხუნტას ხელმძღვანელობს.

„მოდიბო დიარა ქვეყნის დატოვებას მალულად ცდილობდა და თავის შეფარებას საფრანგეთში  აპირებდა“,–განუცხადა სანომ ჟურნალისტებს.

2012 წლის მარტში გადატრიალების შემდეგ, ქვეყნის სათავეში სამხედრო ხუნტა მოვიდა, შემდეგ კი ძალაუფლება სამოქალაქო ხელისუფლებას გადასცა.

პოლიტიკური კრიზისის შედეგად,  მალის ჩრდილოეთს ტუარეგების და „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული ისლამისტური დაჯგუფება მართავს.  ამ დროისთვის აფრიკული ქვეყნების კავშირი სამხედრო ჩარევას გეგმავს მალიში, რათა შეძლონ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის შენარჩუნება.