თელავის უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის შეჩერებას აპროტესტებენ

თელავის უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის შეჩერებას აპროტესტებენ

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სტატუსის შეჩერებას აპროტესტებენ.

სტუდენტები დღეს დილით, უნივერსიტეტის I კორპუსთან შეიკრიბნენ  და ლექტორ-მასწავლებლებს შენობაში არ უშვებდნენ.

აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

მოგვიანებით,  სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორი თინა ჯავახიშვილი შეხვდა, რომლის განცხადებითაც, სტუდენტების აქცია პოლიტიკური ჯგუფებისგან იმართება.

მისივე თქმით, უნივერსიტეტში დღეს აკადემიური საბჭო შეიკრიბება, რომელიც ფაკულტეტის აკრედიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაციას შეადგენს.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტს აკრედიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში შეუჩერდა, თუმცა სტუდენტებმა ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგეს.

120-მდე სტუდენტია დარჩენილი სტუდენტის სტატუსის გარეშე და ისინი განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრას და მათი პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.