დღეს, ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს, ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს, თბილისის საქალაქო სასმართლოში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

გამსახურდიას ადვოკატის ქეთი ბექაურის განცხადებით, გამსახურდიას ბრალი სხეულის განზრახ დაზიანების მცდელობის ნაწილში აქვს წაყენებული.

ცნობისთვის, ექვს დეკემბერს ცოტნე გამსახურდიას ჯაშუშობისა და შეთქმულებისთვის წაყენებული ბრალი მოეხსნა.

გამსახურდია სამართალდამცველებმა 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს.

მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 13-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

გარდა ამისა, მას რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირშიც ადანაშაულებდნენ. გამსახურდია პრეზიდენტმა 24 ოქტომბერს შეიწყალა.