„საერთო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით,  დისკუსია მიმდინარეობს

„საერთო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, დისკუსია მიმდინარეობს

სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ „საერთო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით,  დისკუსია მიმდინარეობს.

დისკუსიას,  არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე იუსტიციის სამინისტროსა და უზენაესი სასაართლოს წარმომადგენლები ესწრებიან.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის განცხადებით, „საერთო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტს უზენაესი სასამართლო დიდ ნაწილში იზიარებს, თუმცა აქვს გარკვეული შენიშვნები სამ პუნქტთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს მიაწვდის.

კერძოდ,   კუბლაშვილის თქმით,  უზენაეს სასამართლოს შენიშვნები აქვს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებასთან, იუსტიციის საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტასთან და სასამართლო დარბაზში ვიდეოგადაღებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით,  შენიშვნებთან ერთად უზენაესი სასამართლო იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციებს მისცემს სასამართლო დამოუკიდებლობის გაძლიერების მიმართულებით.

იუსტიციის სამინისტროდან დისკუსიას მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ესწრება. შეხვედრაზე მიწვეულები არიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის წევრები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელებ, პარლამენტის წევრები,  ქვეყანაში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დისკუსიაზე მოსამართლეთა ასოციაციის წევრები მოწვეულ სტუმრებთან ერთად იმსჯელებენ სასამართლო სისტემაში დღეს არსებულ ზოგად პრობლემებზე და შეაფასებენ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტებს.