პროკურატურა ოლეგ მელნიკოვის ექსტრადიციას ითხოვს

პროკურატურა ოლეგ მელნიკოვის ექსტრადიციას ითხოვს

საქართველოს მთავარი პროკურატურა კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის ექსტრადაციას ითხოვს.

შესაბამისი წერილით ქართველმა სამართალდამცველებმა უკრაინულ მხარეს უკვე მიმართეს.

„საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც მელნიკოვი ბრალდებულის სახითაა პასუხისმგებლობაში მიცემული. ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ მის მიმართYწითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. აღნიშნული პიროვნება 7 დეკემბერს უკრაინაში დააკავეს და ჩვენ იმავე დღეს მივმართეთ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით, რომელიც ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია და მას შემდეგ, რაც უკრაინის გენერალური პროკურატურა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ მის საქართველოში ეტაპირებას უზრუნველვყოფთ" - განაცხადა მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩინიარაშვილმა.

ოლეგ მელნიკოვი კიევში 7 დეკემბერს დააკავეს. ყოფილ მაღალჩინოსანს დონეცკის რაიონულმა სასამართლომ 40-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.