მარიო მონტის გადადგომის შემდეგ, იტალიური ბირჟა პანიკამ მოიცვა

მარიო მონტის გადადგომის შემდეგ, იტალიური ბირჟა პანიკამ მოიცვა

პრემიერმინისტრ მარიო მონტის განცხადებამ გადადგომის შესახებ, იტალიური ბირჟა პანიკაში ჩააგდო, 2%-ით დაეცა ინდექსი მილანის სავაჭრო ბირჟაზე,მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა საბანკო აქციებზეც.

ექსპრემიერ ბერლუსკონის განცხადებით, რომლის „თავისუფალი ხალხის“პარტიამ, პროვიოცირება გაუკეთა მონტის გადადგომას, ის არ აპირებს  მარიო მონტის უკვე ტექნიკური მთავრობისთვის  მხარდაჭერას.

მარიო მონტის მხარდაჭერები პრემიერს თანამდებობაზე დარჩენას და დაწყებული რეფორმების დასრულებას ურჩევენ. ექსპერტები კი მონტის გადადგომისთანავე, იტალიას და ევროპას კრიზისის გაღრმავებას უწინასწარმეტყველებენ.

ექსპერტ ტერი დე მონბრიალის  განცხადებით, ბოლო პერიოდში იტალიის ეკონომიკა დასტაბილურდა და ევროკავშირის ნდობაც იტალიის მიმართ გაიზარდა. „ თუ იტალია არასტაბილურ სიტუაციაში აღმოჩნდა,  ეს არა მარტო იტალიის, არამედ ევროკავშირის კრიზისიდან გამოსვლასაც დაამუხრუჭებს“,-აცხადებს დე მონბრიალი.

ევროპარლამენტის ხელმძღვანელის მარტინ შულცის აზრით,კი სწორედ ბერლუსკონის საქმიანობამ გამოიწვია ეკონომიკური კრიზისი იტალიაში.

„ სილვიო ბერლუსკონე დიდი ხნის განმავლობაში მართავდა იტალიას და მისი მუშაობის შედეგი ჩვენ ყველამ ვნახეთ–ის გახლდათ ერთ-ერთი მნშვნელოვანი ეტაპი იტალიის და ევროკავშირის კრიზისის ჩამოყალიბებაში:,-აცხადებს შულცი.

ევროპელი ექსპერტების აზრით,კი არ არის გამოირცხული იტალიის პრეზიდენტმა ამ კვირაში იტალიის პარლამენტის დათხოვნას მოაწეროს ხელი და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.