აფხაზეთიდან დევნილი პატიმრობაში მყოფი,  ჯულიეტა სხულუხია   საქმის გადასინჯვას ითხოვს

აფხაზეთიდან დევნილი პატიმრობაში მყოფი, ჯულიეტა სხულუხია საქმის გადასინჯვას ითხოვს

უფლებადამცველ გიორგი თევზაძის განცხადებით, რომელმაც  პენიტენციური სისტემის საზოგადოებრივი მონიტორინგის პროცესში რუსთავის #5 ქალთა დაწესებულებაში მყოფი პატიმარი ჯულიეტა სხულუხია მოინახულა, აცხადებს, რომ პატიმარი საქმის ხელახალ გადასინჯვას მოითხოვს.

„მოვინახულე პატიმარი 62 წლის ქალბატონი ჯულიეტა სხულუხია, რომელმაც განცხადებით მომმართა. სხულუხია აფხაზეთიდან დევნილი  ქალბატონია. 2009 წლის 10 აგვისტოს დილის საათებში მის საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ სოდის თანამშრომლები, სათანადო დოკუმენტის გარეშე ჩაატარეს უკანონო ჩხრეკა,  უკანონოდ იქნა გაჩხრეკილი მანქანაში მისი ძმისშვილი, ორივეს ჩაუდეს ნარკოტიკული ნივთიერება.

ჯულიეტა სხულუხიას განმარტებით, არც მას და არც მის ძმისშვილს ნარკოტიკები არ ჰქონიათ და მისი დაკავება გარკვეულ ბიზნეს ინტერესებთან გახლდათ დაკავშირებული. იგი მზად არის მისცეს ჩვენებები პროკურატურას საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით იმ განცხადების ფარგლებში, რომელიც მან უკვე გადაუგზავნა  მთავარ პროკურატურას“,–აცხადებს თევზაძე,