ექსპერტიზამ თენგიზ გუნავას ორგანიზმში ნარკოტიკის კვალი ვერ აღმოაჩინა

ექსპერტიზამ თენგიზ გუნავას ორგანიზმში ნარკოტიკის კვალი ვერ აღმოაჩინა

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების და მხარდაჭერის“ ცენტრის იურისტის, გიორგი ონიანის განცხადებით, ექსპერტიზამ თენგიზ გუნავას ორგანიზმში ნარკოტიკის კვალი ვერ აღმოაჩინა.

„ექსპერტიზის პასუხმა აჩვენა, რომ თენგიზ გუნავას ბოლო 4 თვის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა მიღებული“, - განაცხადა  ონიანმა.

ონიანის განცხადებითვე,  ამის გარდა უამრავი მტკიცებულებაა, რომელიც გუნავას უდანაშაულობას ამტკიცებს.

„კეთილი უნდა ინებონ და პასუხისგებაში მისცენ ის ადამიანები, ვინც გუნავას ეს ნარკოტიკები ჩაუდო“, - განაცხადა ონიანმა.

ცნობისთვის, თენგიზ გუნავა იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოტიკების შეძენა -შენახვისათვის დააკავეს. ის სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.