გუდაური-კობის მონაკვეთზე თოვლის გამო,  მოძრაობა შეზღუდულია

გუდაური-კობის მონაკვეთზე თოვლის გამო, მოძრაობა შეზღუდულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო,  მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის  გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და ხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საქართველოს დანარჩენ გზებზე  მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია.