11-მა არასრულწლოვანმა პირობით მსჯავრდებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამა გაიარა

11-მა არასრულწლოვანმა პირობით მსჯავრდებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამა გაიარა

აჭარის პრობაციის ბიუროსა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია PH-International-ის ორგანიზებით, ბათუმში აღრიცხვაზე მყოფმა 11-მა არასრულწლოვანმა პირობით მსჯავრდებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამა გაიარა.

პროექტში მონაწილე არასრულწლოვნებთან სამუშაო პროგრამა, პრობაციის ბიუროს სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასების საფუძველზე, ინდივიდუალურად დაიგეგმა.

ორთვიანი პროგრამა მოიცავდა, როგორც ჯგუფურ სესიებს, ისე ინდივიდუალურ სეანსებს. გამოცდილი ფსიქოლოგები მოზარდებს ესაუბრებოდნენ აგრესიის მართვის, კონფლიქტების პრევენციის, დანაშაულის გენეზისისა და მისგან გამოწვეული ზიანის გაცნობიერების საკითხებზე.

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა ფსიქო-სარეაბილიტაციო პროექტი იანვრიდან განახლდება და მასში აჭარის პრობაციის ბიუროში აღრიცხავაზე მყოფი სხვა არასრულწლოვნებიც ჩაერთვებიან.

პრობაციის რეგიონალური ბიუროები პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით, მჭიდროდ თანამშრომლობენ არასამთავრობო სექტორთან.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მრავალ პრობაციონერს გაეწია, როგორც სამედიცინო და ფსიქოლოგიური, ისე იურიდიული და სოციალური ხასიათის დახმარება.