„ქართული პარტიის“  წევრები: ბესელიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, პოლიტპატიმართა  სიიდან  ოქრუაშვილი და  ამავე პარტიის წევრები ამოიღეს

„ქართული პარტიის“ წევრები: ბესელიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, პოლიტპატიმართა სიიდან ოქრუაშვილი და ამავე პარტიის წევრები ამოიღეს

 წინასწარ პატიმრობაში მყოფი „ქართული პარტიის“ წევრები,  ირაკლი ოქრუაშვილისა და მათი პოლიტიკურ პატიმრებად არცნობისშემთხვევაში, 17 დეკემბრიდან უვადო შიმშილობას გეგმავენ.

აღნიშნულის შესახებ, ისინი საპყრობილიდან განცხადებას ავრცელებენ და მიიჩნევენ, რომ ბესელიას ერთპიროვნული დადაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, პოლიტპატიმრების  სიიდან „ქართული პარტიის“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი და ამავეპარტიის წევრები, ძმები - ლევან და კახაბერ ტერაშვილები, შალვა საბაშვილი და დავით შიუკაშვილი ამოღებული იქნენ.

„ქართული პარტიის“ წევრების, ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი იოსებ გიგუაშვილის, გიორგი გაბროშვილის, თამაზ ბეგიაშვილის,გაბრიელ პავლიაშვილის, ხვიჩა საბაშვილისა და  ზაზა ბეთლემიძის მიერ, გავრცელებულ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, გასულ კვირას პარლამენტის მიერ მიღებული იქნა ე.წ. პოლიტიკური ამნისტია, რომელმაცსაშუალება მისცა სააკაშვილის რეჟიმისაგან დევნილ და მასთან მებრძოლ ადამიანებს საპატიმროებიდან განთავისუფლებულიყვნენ,ისევე როგორც რეჟიმის მიერ დევნილებს, რომ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდნენ. ე.წ. პოლიტიკურ ამნისტიას საფუძვლად ადამიანისუფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის მიერ შედგენილი სია დაედო. პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდესრულიად ბუნდოვან და გაურკვეველ ვითარებაში კომიტეტის თავმჯდომარის ბესელიას ერთპიროვნული და დაუსაბუთებელიგადაწყვეტილებით,  სიიდან „ქართული პარტიის“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი და ამავე პარტიის წევრები, ძმები - ლევან დაკახაბერ ტერაშვილები, შალვა საბაშვილი და დავით შიუკაშვილი ამოღებული იქნენ. ეს უკანასკნელნი რეჟიმის მიერ 26 მაისისცნობილი მოვლენების შემდეგ იქნენ დაპატიმრებულნი, შეთითხნილი ბრალდებებით ე.წ. „ზილების“ საქმეზე. ამავე საქმეზეთბილისის საქალაქო სასამართლოში დღემდე „ქართული პარტიის“ სხვა წევრების - იოსებ გიგუაშვილის, გიორგი გაბროშვილის, თამაზბეგიაშვილის,  გაბრიელ პავლიაშვილის, ხვიჩა საბაშვილის, ზაზა ბეთლემიძის, მალხაზ კაკაშვილის და აგრეთვე ირაკლი ოქრუაშვილისგასამართლება მიმდინარეობს, რომლებსაც ასევე სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო,  საპარლამენტო კომიტეტის მიერ, უარიეთქვათ პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეყვანაზე მაშინ, როდესაც აღნიშნულ საქმეს ადამიანის  უფლებათადამცველი ორგანიზაციებისშეფასებით, პოლიტიკური სარჩული უდევს. რომ არა ირაკლი ოქრუაშვილის, ძმები ტერაშვილებისა და სხვების სიიდან ამოღებისფაქტი,  ვიფიქრებდით,  რომ „ქართული პარტიის“ დანარჩენი წევრების სიაში არშეყვანა, ბიუროკრატიული მიზეზებით იყოგამოწვეული. იმავდროულად, საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ე.წ. „ზილების“ საქმეზე სახელმწიფოს წარმოადგენენ იგივეპროკურორები - ჯაბა გურგენიძე და ელიზბარ გოზალიშვილი, რომლებიც ზურაბ ადეიშვილის მიერ ბრალმდებლებად იყვნენდანიშნულნი და ისინი ვიშინსკის სტილითა და მეთოდებით,  ყალბ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ბრალდებას კბილებით იცავენ.გვრჩება შთაბეჭდილება, რომ 1 ოქტომბერს მომხდარი პოლიტიკური ცვლილებები ჩვენს გუნდს არ შეხებია და ახალიხელისუფლებისთვისაც ისეთივე მიუღებლები ვართ, როგორც სააკაშვილის რეჟიმისათვის, რომელთან ბრძოლასაც ჩვენი და ჩვენიოჯახების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შევწირეთ. რომ არა პროკურატურის ამგვარი პოზიცია, ასევე ვიფიქრებდით, რომ სიისფორმირებისას ბესელიას პირადი მოტივები ამოძრავებდა, რადგან მას ამის საფუძველი ნამდვილად გააჩნია, თუმცა ორივე ერთადაშკარა მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია ჩვენს წინააღმდეგ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ: ყველა ჩვენგანი და მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილი, ცნობილი იქნენპოლიტიკურ პატიმრებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, 17 დეკემბრიდან უვადო შიმშილობას ვიწყებთ. იმედს ვიტოვებთ, რომ ყოველივეზემოაღნიშნული,  საპარლამენტო კომისიის უსამართლო გადაწყვეტილება და პროკურატურის პოზიცია, გაუგებრობაა, ინერციითააგანპირობებული და ახალი ხელისუფლების მიდგომებს არ წარმოადგენს.

მივმართავთ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, მის მიერ დეკლარირებული პრინციპებიდან გამომდინარე სამართლიანობა იქნესაღდგენილი და ზემოაღნიშნული საკითხით პირადად დაინტერესდეს“, - ნათქვამია „ქართული პარტიის“ წევრების, ამჟამად წინასწარპატიმრობაში მყოფი იოსებ გიგუაშვილის, გიორგი გაბროშვილის, თამაზ ბეგიაშვილის, გაბრიელ პავლიაშვილის, ხვიჩა საბაშვილისა და ზაზა ბეთლემიძის მიერ, საპყრობილიდან გავრცელებულ განცხადებაში.