ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალს პირდაპირ ეთერში გადასცემენ

ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალს პირდაპირ ეთერში გადასცემენ

დღეს შვედეთსა და ნორვეგიაში ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალი გაიმართება.

 ცერემონია ყოველწლიურად სტოკჰოლმში, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს 10 დეკემებერს  იმართება ხოლმე.

 ლიტერატურის,ფიზიკის,ეკონომიკის,მედიცინის და ქიმიის დარგში მიღწეული წარმატებებისთვის ლაურეატებს დღეს დააჯილდოვებენ.

გადაცემის ცერემონიალი ოსლოში დაიწყება. მსოფლიოში მშვიდობის დარგში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისთვის ევროკავშირს დააჯილდოვებენ. ბევრ ქვეყანაში ნობელიის პრემიების ჟიურის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან,მათ შორის ნორვეგიაშიც, სადაც საპროტესტო აქციების კი გაიმართა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით,უსამართლოა ნობელის პრემიის მინიჭება იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც შეიარაღებას აწარმოებს და იარაღით სხვა ქვეყნებს ამარაგებს. ამ მოსაზრებას ნობელის პრემიის წინა წლების ლაურეატებიც იზიარებენ.