ავსტრალიელი დიჯეების „ხუმრობას“ სკოტლანდ-იარდი გამოიძიებს

ავსტრალიელი დიჯეების „ხუმრობას“ სკოტლანდ-იარდი გამოიძიებს

სკოტლანდ - იარდთან თანამშრომლობის სურვილი ავსტრალიის პოლიციამ გამოთქვა და ორივე ქვეყნის სამართალდამცავები ერთად გააგრძელებენ ბრიტანელი ექთნის თვითმკვლელობის საქმეს,რომელიც ავსტრალიელი დიჯეების „ხუმრობის“ მსხვერპლი გახდა.

ავსტრალიელმა დიჯეებმა ქიეთ მიდლტონის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ედუარდ VII-ს სახელობის საავადმყოფოში დარეკეს, სადაც ქეით მიდლტონი იმყოფებოდა და ექთნისგან ინფორმაციის მისაღებად, მას  თავი სამეფო ოჯახის წარმომადგენლებად გააცნეს.  46 წლის ჟასტინ სალდანმა სახლში დაბრუნების შემდეგ თავი მოიკლა.

სკოტლანდ-იარდი სულ მალე რადიოს დიჯეებს მეილ გრეიგს და მაიკლ კრისჩენს დაკითხავს. ავსტრალიის სამხრეთ უელსის პოლიციის განცხადებით,  დიჯეები სამსახურიდან გაათავისუფლეს და მათ “ინტენსიური ფსიქოლოგიური დახმარება“ დასჭირდათ.