დავით ნარმანიამ  მეგზევის დღე, დარგის სპეციალისტებს მიულოცა

დავით ნარმანიამ მეგზევის დღე, დარგის სპეციალისტებს მიულოცა

ქართველმა  მეგზევეებმა  პროფესიულ დღესასწაული -  მეგზევის დღეს აღნიშნეს. მეგზევის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წელს საქართველოს მეგზევეთა საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა.

დარგის სპეციალისტებს პროფესიულ დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და საავტომობილო  გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ზაქარია ხუნძაყიშვილმა მიულოცეს.

ღონისძიებაზე, საგზაო დარგში მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომისთვის  ვეტერანი და წარმატებული მეგზევეები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ.

საზეიმო ღონისძიება 10 დეკემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიას“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.