ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა

ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად, ბრალდებული შვიდი პირის სასამართლო პროცესი  დაიხურა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე, ხათუნა ხარჩილავამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბრალდების მხარის, ერთ-ერთი მოწმე გიორგი დავითაშვილი იკითხებოდა.

დავითაშვილის დაკითხვის პროცესში,  პირველი მოწმისა და დავითაშვილის ჩვენებას შორის გამოვლენილ უზუსტობებს დარბაზის მსხდომების მხრიდან რამდენჯერმე ოვაციები მოჰყვა, რის შემდეგაც მოსამართლე, ხათუნა ხარჩილავამ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

კერძოდ, ჟურნალისტები,  ბრალდებულების ახლობლები და ნათესავები პროცესს აღარ დაესწრებიან.