რუსთავის #16  დაწესებულებაში   პატიმრებმა პირი ამოიკერეს

რუსთავის #16 დაწესებულებაში პატიმრებმა პირი ამოიკერეს

უფლებადამცველ გიორგი თევზაძის განცხადებით, რომელმაც  პენიტენციური სისტემის საზოგადოებრივი მონიტორინგის პროცესში რუსთავის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პირამოკერილი პატიმრები  დანიელ თორდია  გიორგი ბეჟიაშვილი,მიხეილ წიწილაშვილი  მოინახულა, აცხადებს, რომ ყველა მათგანი სასჯელის გადახედვას მოითხოვს.

თევზაძის განმარტებით, პატიმარ თორდიას, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა  მშრალ შიმშილობაზე იმყოფება,შეკრებითობის პრინციპით 46 წელი აქვს მისჯილი, სასჯელის გადახედვას ითხოვს.

„მან განცხადებით უკვე მიმართა მთავარ პროკურსატურას და მოითხოვა  მისი საქმის მწარმოებელი პროკურორის გიორგი დოლაკიძის დაკითხვა“,-აცხადებს თევზაძე.

უფლებადამცველის განმარტებით, პატიმარი გიორგი ბეჟიაშვილიც, რომელსაც ასევე პირი აქვს ამოკერილი, მთავარ პროკურატურას მისი  სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართავს. თევზაძის განმარტებით, ბეჟიაშვილი აცხადებს, რომ მისი საქმის ‘შეკოწიწებს მოხდა.

„ჩემი საქმე „შეაკოწიწეს“. დაკავების დროს გამომიცხადეს, რომ ძებნილი ვიყავი, არადა რამდენიმე ხნით ადრე, პატრულს 400 ლარიანი ჯარიმით ვყავდი დაჯარიმებული.ვითხოვ, ჩემი საქმის ხელახალ გადასინჯვას“,-აცხადებს ბეჟიაშვილი.