პერუელი მინისტრი უფლებამოსილების გადამეტების გამო გადადგა

პერუელი მინისტრი უფლებამოსილების გადამეტების გამო გადადგა

პერუს შრომის მინისტრი იძლებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც სამსახურებრივ უფლებამოსილებას გაადაჭარბა. მან აეროპორტის ერთ თანამშრომელს ხელი გაარტყა,მეორეს კი სამსახურიდან სასწრაფო გათავისუფლებით დაემუქრა.

როგორც პერუს მასმედია იუწყება, შრომის მინისტრმა ხოსე ვილენმა დებოში აეროპორტში ატეხა.

მინისტრმა თვითმფრინავის რეისზე დააგვიანა და აეროპორტის თანამშრომლებისგან თვითმფრინავის შეჩერება და რეისის გადადება მოითხოვა. აეროპორტის თანამშრომლებისგან უარის მიღების შემდეგ, ვილენმა მათზე ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

მოგვიანებით,პრეზიდენტი იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა, თუმცა მასმედიასა და სოციალურ ქსელებში აღშფოთება იმდენად დიდი გახლდათ, რომ ხოსე ვალენსამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.