ბარათელის სიმართლეს მოყოლილი ლურსმანი და პროკურატურის დანაპირები

ბარათელის სიმართლეს მოყოლილი ლურსმანი და პროკურატურის დანაპირები

 აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე ქრონოლოგიას სახელწოდებით, „ბარათელის სიმართლეს მოყოლილი ლურსმანი და პროკურატურის დანაპირები“ აქვეყნებს.

ქრონოლოგიაში რუსუდან შარაძე 2012 წლის 22 სექტემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიების საქმეში მიმდინარე მოვლენებს აღწერს.

2012 წლის 22  ს ე ქ ტ ე მ ბ ე რ ი -  ადვოკატ ედიშერ ქარჩავას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ  გიორგი ჩიხლაძეს დათა ახალაია ასე დაემუქრა : ,,მე როგორც დავგეგმე და გავასაღე გურამ შარაძე, ისე გაგასაღებ შენცო". ერთი თვის შემდეგ, გლდანის N8 საპყრობილეში, პატიმარმა გიორგი ჩიხლაძემ ადვოკატ მამუკა ნოზაძესაც იგივე  განუცხადა და დაუმატა ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენების მისაცემადაც მზად არის;

 18  ო ქ ტ ო მ ბ  ე რ ი  - მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა: დიმიტრი ლორთქიფანიძემ, სოსო მანჯავიძემ და ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა ორთაჭალის N1 საპყრობილეში მოინახულეს გიორგი ბარათელი, რომელმაც საქმის თავიდან გამოძიების მიზნით, პროფესიონალ და მებრძოლ ადვოკატთან შეხვედრა მოითხოვა – გურამ შარაძე მე არ მომიკლავს, მზად ვარ ჯერ ადვოკატს და შემდეგ გამოძიებას სიმართლე ვუთხრაო;

 22  ო ქ ტ ო მ ბ ე რ  ი - ადვოკატი მამუკა ნოზაძე ციხეში შევიდა გიორგი ბარათელთან, რომელმაც ადვოკატს მისი დაკავების დეტალები უამბო – ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, კოსტავას გამზირზე, პირველი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, თბილისის ზღვაზე აიყვანეს, დაჭრეს, შემდეგ ძველი თბილისის გამგეობის შენობაში, დაახლოებით 30 პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა. პარალელურად, ბარათელს აიძულებდნენ გურამ შარაძის მკვლელობა თავის თავზე აეღო;

 22  ო ქ ტ ო მ ბ ე რ ი  - ბარათელმა მთავარი პროკურორის სახელზე განცხადება დაწერა – მან საქმის ხელახალი ძიების დაწყება და მისი დაკითხვა მოითხოვა;

 23 ო ქ ტ ო მ ბ ე რ ი - გიორგი ბარათელის მიერ წინა დღით დაწერილი განცხადება ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა მთავარი პროკურატურის კანცელარიაში ჩააბარა;

 26  ო ქ ტ ო მ ბ ე რ ი –  ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის სახელზე განცხადება შეიტანა. ადვოკატმა ძიების ხელახალი დაწყება და ბარათელის დაკითხვა მოითხოვა;

 29  ო ქ ტ ო მ ბ ე რ ი -  ორთაჭალის ციხესთან, სადაც უნდა მობრძანებულიყო პატრიარქი და სოზარ სუბარი, ვითხოვდი გიორგი ბარათელთან ციხეში შესვლის ნებას, მაგრამ ტერიტორიიდან მოტყუებით გამიყვანეს. ამავე დღეს, პატრიარქმა თავის რეზიდენციაში მიმიღო და საუბრისას სამჯერ თქვა: ,,ბარათელი უნდა გავათავისუფლოთ’’. პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ სოზარ სუბარს შევხვდი და ვთხოვე, თუ დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, ჩემთვის ბარათელის ნახვის ნება დაერთო. დაახლოებით სამი დღე მაცადე და შემდეგ ბარათელის ადვოკატთან ერთად შეძლებ ბარათელის ნახვასო, - დამპირდა. ჩვენს საუბარს ნინო მიქიაშვილი ესწრებოდა. ამავე დღეს, გამოჩნდა მოწმე ქალბატონი, რომელმაც ჟურნალისტ იმედა დარსალიას წინაშე, ღიად გააკეთა კომენტარი. ამავე დღეს, ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს ბარათელის დაკითხვა კიდევ ერთხელ, წერილობით სთხოვა;

 15  ნ ო ე მ ბ ე რ ი – ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს გიორგი ბარათელის დაკითხვის მოთხოვნით კიდევ ერთი განცხადება ჩააბარა, მთავარი პროკურატურის კანცელარიაში;

 21   ნ ო ე მ ბ ე რ ი – ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა იუსიტიციის მინისტრს და  მთავარ პროკურორს წერილობით მიმართა, რომელსაც დართული ჰქონდა ფოტო, როგორც ახლადაღმოჩენილი გარემოება, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში. ფოტო ბარათელის დაკავების მომენტშია გადაღებული. ჟურნალისტმა ბარათელის ხელმარჯვნივ მდგომი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირის - კაკო გაფრინდაშვილის დაკითხვა მოითხოვა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაფრინდაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში დათა ახალაიას ხელდასმით მივიდა და მისი დავალებების უშუალო შემსრულებელი იყო;

 29  ნ ო ე მ ბ ე რ ი  - ორთაჭალის N1 საპყრობილეში მისულ ადვოკატ მამუკა ნოზაძეს ციხის დირექტორმა განუცხადა, რომ ბარათელმა ,,კბილის ჯაგრისზე დამაგრებული ლურსმანი შეურჭო“ ერთ-ერთ პატიმარს და ამიტომ, ბარათელი გლდანის N8 საპყრობილეში გადაიყვანეს და პარალელურად, სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა საქმე აღძრა. საგამოძიებო დეპარტამენტში მისვლის შემდეგ ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ გაარკვია, რომ საქმე ორი მუხლით იყო აღძრული და ბარათელს სასჯელის 6 წლით დამატება ემუქრება;

 30  ნ ო ე მ ბ ე რ ი  - გლდანის N8 საპყრობილეში  გიორგი ბარათელმა ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან კატეგორიულად უარყო ლურსმნის ქონის და მის მიერ პატიმრის დაზიანების ფაქტი. ამავე დღეს ბარათელთან შესახვედრად მონიტორინგის ჯგუფის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძეც იყო შესული. ბარათელმა თქვა, რომ მთელი პატიმრობის მანძილზე, მასზე ზეწოლას გარკვეული პატიმრების მეშვეობით ახდენდნენ. ბარათელმა წერილობით მიმართა საზოგადოებას, უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს – მათ სიმართლის დადგენაში დახმარება სთხოვა. ამავე წერილში გიორგი ბარათელმა ჩემთან შეხვედრაც მოითხოვა. იგი წერს, რომ ახალ მტკიცებულებაში, რომელიც პროკურატურაში ფოტოს სახით 21 ნოემბერს შევიდა, გამოსახული ორი პოლიციელი (რომელთაგან ერთ-ერთი კაკო გაფრინდაშვილია) მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ძველი თბილისის პოლიციაში და აიძულებდა ეღიარებინა ბრალი. ამასთან, ბარათელი აღნიშნავს, რომ პატიმარი, სახელად ხვიჩა, მას აიძულებდა ეთქვა, რომ გურამ შარაძის მკვლელობა გოგა ხაინდრავამ შეუკვეთა;

 30  ნ ო ე მ ბ ე რ ი -  სოციალური ქსელის საშუალებით მივმართე იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს და მთავარ პროკურორს ბატონ არჩილ კბილაშვილს. მათ ვთხოვე სასწრაფოდ დაკითხონ გიორგი ბარათელი, რომლის სიცოცხლესაც, მისი წერილიდან გამომდინარე, რეალური საფრთხე ემუქრება. ამავე დღეს, სასჯელაღსრულების მინისტრმა, ტელეკომპანია მეცხრე არხის მიერ დასმულ კითხვაზე მიუგო – ბარათელს ლურსმანი კი არა, ლურსმანივით წათლილი კბილის ჯაგრისი აღმოუჩინეს. გამოძიება დაწყებულია და რასაც გამოძიება დაადგენს, ბარათელიც იმ სასჯელს მიიღებსო;

 4  დ ე კ ე მ ბ ე რ ი - ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა ბარათელის მიერ 30 ნოემბერს დაწერილი მიმართვა (როგორც ახალი მტკიცებულება), აგრეთვე, 30 ნოემბერს ჩემს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული მიმართვა და თავისი განცხადება ჩააბარა იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურას და ბარათელის დაკითხვა კიდევ ერთხელ მოითხოვა;

 4  დ ე კ ე მ ბ ე რ ი - მონიტორინგის ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი თევზაძემ გიორგი ბარათელი N8 საპყრობილეში მოინახულა. გიორგი თევზაძის განცხადებით, ბარათელი მზად არის, პროკურატურას მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ფაქტები მიაწოდოს გურამ შარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.  უფლებადამცველის თქმით, გიორგი ბარათელმა მასთან საუბარში კიდევ ერთხელ მოითხოვა ჩემთან შეხედრა.

 5 დ ე კ ე მ ბ ე რ ი - მამუკა ნოზაძე დაიბარეს მთავარ პროკურატურაში. იგი ანტიკორუფციული დეპარტამენტის პროკურორს არჩილ ტყეშელაშვილს შეხვდა, რომელსაც ბარათელის 22 ოქტომბრით დათარიღებული განცხადების შესახებ არაფერი სმენია - მას მხოლოდ ადვოკატ მამუკა ნოზაძის განცხადებები ჰქონდა წაკითხული. პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ადვოკატ მამუკა ნოზაძეს განუცხადა, რომ მასთან ერთად მომავალ კვირას შევა გლდანის N8 საპყრობილეში და გიორგი ბარათელს გამოკითხავს, რის შემდეგაც განისაზღვრება გამოძიება რა მიმართულებით დაიწყება. 

ეს კვირა ხვალ იწყება“ - აღნიშნულია ქრონოლოგიაში.

 „რუსუდან შარაძე, ჟენევა, 9 დეკემბერი, 2012