ამ წუთებში, ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ 20-მდე მძღოლი აქციას მართავს.
როგორც from.ge-ს აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, ისინი 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჩამორთმეული მართვის მოწმობების დაბრუნებას ითხოვენ.
მათი ინფორმაციით, იმისთვის, რომ 26 მაისის აქციებზე არ წასულიყვნენ მართვის მოწმობები 3 წლით ჩამოართვეს.
აქციის მონაწილეებმა აქციაზე ფოტო სურათებიც წარადგინეს, რომლებიც ავტომობილების ძრავში შაქარისა და ქვიშის ჩაყრის ფაქტს ასახავდა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისს ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით აქცია გაიმართა.