შსს-ს თანამშრომლებმა ადიგენში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღეს

შსს-ს თანამშრომლებმა ადიგენში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი-საამქროს მფლობელებისგან უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, ადიგენის რაიონის სოფელ არალში მცხოვრები1962 წელს დაბადებული გივი ა-ს შპს „ფათათის", 1961 წელს დაბადებული გელოვან კ-ის, 1964 წელს დაბადებული თამაზ ა-ის, ადიგენის რაიონის სოფელ ჭეჭლაში მცხოვრები 1962 წელს დაბადებული გია გ-ის, ადიგენის რაიონის სოფელ შოლავერში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული ვალერი კ-ის  შპს „პაკოს" ხის სახერხი საამქროებიდან ამოღებულია 350 მ/კუბი უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე.

საქმე სსსკ-ის 303-ე (ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა) მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას საქართველოს შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველო აწარმოებს.