აშშ-ის პრეზიდენტის ჯიმი კარტერის ყოფილმა მრჩეველმა, ეროვნული უშიშროების საკითხებში ზბიგნევ ბზეჟინსკიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო შესაძლოა, რუსეთის მოკავშირე გახდეს, თუმცა ეს მას აშშ-სთან მეგობრობის ფასად დაუჯდება.
საქართველო-რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივებზე საუბრისას ბზეჟინსკიმ რუსეთის საშინაო და საგარეო გამოწვევებზეც იმსჯელა.
„საქართველო რუსეთთან ალიანსის შესაძლო კანდიდატი ხდება, რაც მას ამერიკასთან მეგობრობის ფასად დაუჯდება - ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მნიშვნელობის გათვალისწინებით“, - განაცხადა ზეჟინსკიმ ევრაზიის კავშირის სავარაუდო წევრებზე საუბრისას.
ყოფილი მრჩევლის გამოსვლა „ამერიკის ხმის“ რუსულმა ბიურომ გაავრცელა.