სამართალდამცავებმა ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე, 1954 წელს დაბადებული ავთანდილ ა. და 1979 წელს დაბადებული კობა ბ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულების საცხოვრებელი სახლისა და  ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა 280 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა" ამოიღეს.

ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით აღიძრა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.