სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს

სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, აბსაძის ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ფაქტზე, 1972 წელს დაბადებული პაატა ზ, 1998 წელს დაბადებული გიორგი შ. და მარტვილის რაიონის სოფელ აბათაში მცხოვრები, 1995 წელს დაბადებული ირაკლი მ. დააკავეს. ქურდობის ფაქტი სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს.

დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს, მათ შორის, მანამდე თბილისის სხვადასხვა უბნებში  სარდაფების გაქურდვის ფაქტები.

საქმე 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით აღიძრა. მიმდინარეობს გამოძიება.