Patriot-ის სარაკეტო კომპლექსები თურქეთის სამ ქალაქში განლაგდება

Patriot-ის სარაკეტო კომპლექსები თურქეთის სამ ქალაქში განლაგდება

ნიდერლანდების გადაწყვეტილებით, საზენიტო-სარაკეტო Patriot-ის 3 ერთეული თურქეთ-სირიის საზღვარზე განლაგდება, თურქეთს  2 ერთეულს გერმანია გადასცემს,ხოლო რამდენიმე დღეში ამერიკაც ასევე ორ რაკეტას განალაგებს თურქეთის საზღვარზე.

რაკეტები სამ თურქულ ქალაქში ადანში,მალატესა და დიარბეკირეში განლაგდება.

თურქული მასმედიის ინფორმაციით, დაახლოებით ათასი უცხოელი სპეციალისტი გაუწევს კონტროლს რაკეტების განლაგებას სირია-თურქეთის საზღვარზე.

თურქეთის მთავრობის განცხადებით, სარაკეტო სისტემები მხოლოდ თავდაცვისთვის არის განკუთვნილი.

„ჩვენ არ ვაპირებთ თავდასხმას სირიაზე. რაკეტების განლაგება მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებს, ქალაქები კი დეტალური სამხედრო-ტექნიკური ანალიზის შედეგად შეირჩა“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.