რუმინეთში სოციალ-დემოკრატები იმარჯვებენ

რუმინეთში სოციალ-დემოკრატები იმარჯვებენ

exit-poll  ების განცხადებით, 9 დეკემებერს გამართულ რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში რუმინეთის სოციალ-დემოკრატებმა მოიპოვეს გამარჯვება. რუმინეთის მსხვილი სოციოლოგიური ცენტრების კვლევების მიხედვით,  სოციალ-ლიბერალებმა პრემიერმინისტრ ვიქტორ პონტას და სენატის თავმჯდომარის კრინ ანტონესკუს ხელმძღვანელობით, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას  ასრულებს, პარტიამ 54-57%-ის მოგროვება  შეძლო, რაც მათ საშუალებას აძლევს,პარლამენტის ორივე პალატაში უმრავლესობით მოვიდნენ.

რუმინეთის მოქმედი პრეზიდენტის ტრიან ბესეკუს პარტიამ, „ მემარჯვენე რუმინეთმა“,მხოლოდ 18-19%-ის მოგროვება შეძლო,შოუმენ და ბიზნესმენ დანა დიაკონესკუს პარტიამ კი 10-13%-ი მიიღო.

კიდევ ერთი პარტია „რუმინეთის დემოკრატები“ შეიძლება აღმოჩნდეს პარლამენტში,ისინი ჯერჯერობით5%-იან ზღვარზე დგანან.

რუმინეთის მასმედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კრინ ანტონესკუმ უკვე მიულოცა გამარჯვება პონტას და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით, ქვეყანა წარმატებას მიაღწევს.