ევროპაში  უამინდობას  30-ზე მეტი ადამიანი შეეწირა

ევროპაში უამინდობას 30-ზე მეტი ადამიანი შეეწირა

ევროპა უამინდობას ებრძვის. ასობით გადადებული რეისი, მოყინული გზები, შეფერხებული მოძრაობა ტრასებზე და დაღუპული ადამიანები.ეს ბოლო ორი დღის მონაცემებია.

მასმედიის ინფორმაციით, უამინდობას  30-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაა სერბეთსა და ბულგარეთში.

30 საათიანი გადაუღებელი თოვის შემდეგ, მაშველები შეუჩერებლად მუშაობენ, რათა გზებზე ჩახერგილი ავტომობილებიდან,მგზავრების ამოყვანა მოასწრონ. აქამდე 700-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა შეძლეს,მათ შორის ახალდაბადებული გოგონასი,რომლის დედამ საავადმყოფოში მისვლა ვერ შეძლო და პირდაპირ ტრანსპორტში იმშობიარა.

შვეიცარიის ენგელბერგის სათხილამურო კურორტზე ზვავმა 11 ადამიანი ქვეშ მოიყოლა. სამი მათთგანი მძიმედ დაშავდა, ისინი საავდმყოფოში არიან გადაყვანილნი,დანარჩენებმა ცოცხლად გამოსვლა მოახერხეს.

 უამინდობას და ყინვას ებრძვიან გერმანიაში, საფრანგეთში,ინგლისში, გადადებულია ასობით რეისი, დაკეტილია საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტები. სინოპტოკოსების ვარაუდით, ყინვა-27 გრადუსამდე დაეცემა, თოვა კი რამდენიმე დღე ისევ შენარჩუნდება.