იტალია: მარიო მონტი მიდის, სილვიო ბერლუსკონე მოდის

იტალია: მარიო მონტი მიდის, სილვიო ბერლუსკონე მოდის

 იტალიის პრემიერმინისტრის მარიო მონტის განცხადებამ,თანამდებობის დატოვების შესახებ, იტალიის პოლიტიკურ ელიტაში ფურორი გამოიწვია.

მარიო მონტიმ გადადგომის შესახებ მოთხოვნით იტალიის პრეზიდენტ ჯორჯიო ნაპოლიტანოს უკვე მიმართა.

მონტის გადაწყვეტილების საბაბი იტალიის პარტიის „ხალხის თავისუფლების“ პროტესტი გახდა, რომელმაც პრემიერს ახალ ეკონომიკურ რეფორმებში მხარდაჭერა არ გამოუცხადა და ბიუჯეტი ჩავარდა. „ხალხის თავისუფლების“პარტიას კი იტალიის ყოფილი სკანდალური პრემიერი სილვიო ბერლუსკონე ხელმძღვანელობს. მისი განცხადებით, დაუშვებელია ქვეყანაში ასეთი ეკონომიკური რეფორმების გატარება.

„ჩვენ  პატივისცემას გამოვხატავთ პრემიერმინისტრ მონტის მიმართ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მისი ეკონომიკური პოლიტიკა იტალიელებს ძალიან ბევრ უხერხულობას უქმნის. ჩვენ არ ვიღებთ შენიშვნას იმის თაობაზე, რომ ჩვენ უპასუხისმგებლოდ მოვიქეცით, როცა მხარი არ დავუჭირეთ  ახალ ბიუჯეტს“,- პარტიის ეს მიმართვა მონტის გადადგომის მოთხოვნამდე  რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა.