უჩა ნანუაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქვეყანაში არაადამიანური მოპყრობის ფაქტები აღარ განმეორდეს

უჩა ნანუაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქვეყანაში არაადამიანური მოპყრობის ფაქტები აღარ განმეორდეს

საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაწყებამდე,  სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ განაცხადა, რომ  წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრობლემა საქართველოს ციხეებში წლების განმავლობაში არსებობდა და აღნიშნა, რომ  ეს ძალიან სერიოზული თემაა.

მისი თქმით, ბევრია სამუშაო წამების მსხვერპლი პირების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის.

„ის,  რაც გლდანის ციხეში ხდებოდა, დაუშვებეელია. მე, როგორც სახალხო დამცველი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქვეყანაში მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, „თბილისი მერიოტში“ ანგარიშის  „2012 წლის საქტემბერ-ნოემბერში საქართველოს ციხეებში განვითარებული მოვლენები“ პრეზენტაცია მიმდინარეობს.

იგეგმება ევროკავშირის ელჩის საქართველოში ფილიპ დიმიტროვის, აშშ-ის ელჩიდ რიჩარდ ნორლანდის,  ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებისა  და სხვა უფლებადამცველების სიტყვით გამოსვლა.